გვერდები

8.02.2011

საინგილოში გამართულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ერთ კვირას ლონდონში გაატარებს.


კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო
 ჯგუფის“ ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე
Author: Chriss Platt


საინგილოში (კახში) ინგლისური ენის მცოდნე საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფმა„ გამართა რიგით მეორე ყოველწლიური კონკურსი

 დამფუძნებლები:
ქეთევან კალანდაძე, მარინე თიგიშვილი, ხათუნა შავგულიძე, ხათუნა ჭელიძე, მაია იაშვილი, თამრიკო ლორთქიფანიძე, ქეთი ჯაფარიძე

საქველმოქმედო ორგანიზაცია „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი“ (დაარსებულია ლონდონში, ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე), უკვე ორი წელიწადია საკუთარი ძალებით განხორციელებს ძალზე საჭირო საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია საინგილოს ქართულ სკოლებში სწავლის დონის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა.
კონკურსი სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდა. ძალზე მნოშვნელოვანი იყო ამ პრინციპს განუხრელად დაცვა. სწორედ ამიტომ იყო ეს კონკურსი უაღრესად საინტერესო და შეიძლება ითქვას ინოვაციურიც კი (საინგილოსთვის).ამ პრინციპის განხორციელებისა და ყოველგვარი ეჭვების განეიტრალების მიზნით, ჟიურის თავმჯდომარედ კვლავ მოწვეულ იქნა ამერიკელი მასწავლებელი ქალბატონი ლორი დანნი.
კონკურსი
Author: Lori Dunn
გაიმართა
15 ივნისს. გამოცდა კვლავ კახის წმ. გიორგის მოქმედი ეკლესიის დამხმარე შენობაში ჩატარდა.
წელსაც, ისევე როგორც შარშან, გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე საგამოცდო ოთახშივე გაკეთდა ტესტების ქსეროასლები (უფასოდ). ასევე ყველა კონკურსანტს დაურიგდა თავიანთი დასრულებული ნამუშევრების ქსეროასლები (აგრეთვე უფასოდ),  რითაც მათ და მათ მშობლებს მიეცათ შეფასების გაკონტროლების საშუალება და ამ გზით ყოველგვარი შეცდომა გამოირიცხა. კონკურსის მიმდინარეობა ვიდეოკამერით იქნა დაფიქსირებული.

საგამოცდო ნამუშევრების დამატებით შესამოწმებლად, გამარჯვებულის გამოსავლენად და დასაჯილდოელებად კახში სპეციალურად ჩამოვიდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან კალანდაძე. ის გაესაუბრა თითეულ მონაწილეს, მოუსმინა მათ და მათთან ერთად ხელახლა გადახედა თითოეულის ნამუშევარს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადა გამარჯვებული.

Author: Lori Dunn
II კონკურს
გაიმარჯა კახ-ინგილოს საშუალო სკოლის XI კლასის მოსწავლე გულო პაპიაშვილმა, რომელიც  კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი გადაწყვეტილებით   წელს  ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება დასასვენებლად. Aამ მოგზაურობის ყველა ხარჯებს გულოს მასპინძელი  „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი“  გაიღებს (პასპორტისა და მინდობილობის ასაღებად მას უკვე გადაეცა150 დოლარი).


მცირე კომენტარი: „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი“ პატარა ორგანიზაციაა და მისი დამფუძნებლები თანხებს მხოლოდ საკუთარი ძალებით,
Author: Lori Dunn
საქველმოქმედო
საღამოებით, კონცერტებით, გამოფენებით და სხვა და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებით აგროვებენეს ძალზე შრომატევდი და რთული საქმეაA და მათი მხრიდან ასეთი ძვირადღირებული პროექტის განხორციელება საინგილოში მართლაც გმირობის ტოლფასია.
ლორი დანი
ამის ფონზე ათმაგად სამწუხაროა, რომ ამ კონკურსში კახის ქართულმა სკოლებმა საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა , მონაწილეობა კი არა და საერთოდ ერთი საკლასო ოთახიც კი ვერ გამოყვეს გამოცდის ჩასატარებლად (თავისთავად ცხადია, რომ გამოცდები სკოლებში უნდა ტარდებოდეს და ასეთი ტიპის კონკურსები პირველ რიგში
სკოლებისთვისაა სასარგებლო). სწორედ ასეთი არანორმალური სიტუაციის გამო კონკურსში მხოლოდ 14 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეგნებულად თავს ვიკავებ არსებული რეალობის სრულად წარმოჩენისგან, თუმცა ერთს მაინც დავამატებთ, რომ არა ეკლესიის წინამძღვრის მამა ბასილის კეთილი ნება ეს კონკურსი ვერც ჩატარდებოდა. იმედია მომავალ წელს ქართული სკოლის ხელმძღვანელები და ინგლისური ენის მასწავლებლები აქტიურად ითანამშრობლენ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან.
Author: Chriss Platt
"კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი", მისი ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანამშრომლობისკენ ყველა სკოლის დირექტორსა, მასწავლებლებსსაინგილოს საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამინს, რათა ყველამ ერთად ვეცადოთ და საინგილოს ქართული სკოლების მოსწავლეებს სწავლა-განვითარებისათვის შევუქმნათ ნორმალური პირობები.
Author: Chriss Platt
კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფ" მიაჩნია, რომ ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სკოლის მოსწავლეებზე. ამ სკოლებისათვის საჭირო და აუცილებელია გეგმაზომიერი,  მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერა.
"კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი" თვლის რომ აუცილებლია მომავალი წლის კონკურსში, მაჰმადიანური სოფლების (ალიაბადი, მოსული და ითითალა) ქართული სკოლების მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ და ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფიელოდება შენიშვნებსა და წინადადებებს.

მალხაზ ნუროშვილი
კახი
02.08. 2011











ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ მისამართებზე:

ლონდონი:    ქეთევან კალანდაძე    
ელ-ფოსტა:  caucasus.arts@yahoo.co.uk
ტელ.           + 44(0) 207 328 7827

კახი:      მალხაზ ნუროშვილი        
ელ-ფოსტა: malkhaznuroshvili@yahoo.com
ტელ. Ge:    +995 (7)90 30 15 65






ცნობა: ამჯამად „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი" მომავალი წლის კონკურსისათვის ამზადებს ერთიან სამოქმედო პროგრამას და ამ პროგრამის პროექტს მიაწვდის რეგიონის ყველა ქართულ სკოლებს, რათა სკოლებში გაეცნონ და პროგრამასთან დაკავშირებით გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. 2012 წლის III კონკურსი აუცილებლად მათი ყველა შენიშვნისა და წინადადების გათვალისწინებით ჩატარდება.  


ყურადღება! 
საინგილოს ქართული სკოლების IX-X-XI კლასის ყველა მოსწავლეს მოვუწოდებთ მოემზადონ და  მიიღონ მონაწილეობა 2012 წელს გასამართ III კონკურსში, სადაც გამარჯვების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ თვითეულ კონკურსანტზე, ანუ მათს ცოდნასა და უნარზე იქნება დანმოკიდებული.

ისწავლე და გაიმარჯვე!



No comments:

Post a Comment