გვერდები

8.15.2011

ინგლისური ენის მცოდნე საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად კახში გაიმართა რიგით მეორე ყოველწლიური კონკურსი

საინგილო
კონკურსის გამარჯვებული გულო პაპიაშვილი ერთ კვირას ლონდონში გაატარებს
javascript:void(0)
საქველმოქმედო ორგანიზაცია „კავკასიის ხელოვნების საქველმოქმედო ჯგუფი“ უკვე ორი წელიწადია საკუთარი ძალებით ანხორციელებს  საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია საინგილოს ქართულ სკოლებში სწავლის დონის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა.
 Caucasus Arts-ის  ეგიდით გამართული შარშანდელი და წლევანდელი კონკურსი აბსოლუტურად სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდა.  სწორედ ამ პრინციპის განუხრელად დაცვით გამოირჩეოდა ეს ღონისძიება და
მისი ყოველწლიურად გამართვა ძალზე საშური საქმეა
მოვუწოდებთ ქართული სკოლების   ხელმძღვანელებს და

ინგლისური ენის მასწავლებლებს ითანამშრომლონ ჩვენთან. ერთად, საერთო ძალისხმევით ვეცადოთ, რათა მომავალ წელს რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა რიგია მე–3–ე კონკურსში.

 კონკურსი ჩატარდა 2011 წლის 15 ივნისს კახის წმინდა გიორგის ეკლესიის სასწავლო დარბაზში, რადგან კონკურსის რომელიმე სკოლაში გამართვაზე  ქართულმა სკოლებმა უარი განაცხადეს (ისევე, როგორც შარშან. ეს ძალზე სასწუხარო და ამავე დროს საგანგაშო ფაქტია!).
Caucasus Arts ჯგუფი  თანამშრლობისთვის მადლობას უხდის კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარ მამა ბასილს, ჟიურის თავმჯდომარე ქალბატონ ლორი დანნს, ს. ალათემურის საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ ბატონ გია ტარტარაშვილს.
კომპიუტერული მხარდაჭერისათვის ასევე მადლობას უხდის  ბატონ ჯონდო ნუროშვილს და ვიდეო ოპერატორ სიმონ ნუროშვილს.
მალხაზ ნუროშვილი,  კახი

 ავტორი: სიმონ ნუროშვილი
ვრცელი ინფრომაცია წლევანდელ კონკურსზე ნახეთ ამ ბმულზე:   
საინგილოში გამართულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ერთ კვირას ლონდონში გაატარებს.

          გასული წლის კონკურსის შესახებ  ინფრომაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბმულზე: 
 კონკურსი კახში (2010 წლის ივნისი)

No comments:

Post a Comment