გვერდები

5.19.2011

"შიშის საზოგადოება-1,

შარლ ბოდლერი
თანამედროვე დევიზი :იცხოვრე როგორც მოგეხუშტურება და დატკბი შეუზღუდავად ! აი თანამედროვე ადამიანის მარტოობის მიზეზი...

დასავლეთში გამეფებული მარტოობის თუ შეუწყნარებლობის შიში, იზოლირების რისკი:
საზოგადოების მთავარი ფუნქციაა ინდივიდების ერთმანეთთან დაკავშირება და შემდეგ ამ კავშირის ორგანიზება წესით. დიდი ხნის მანძილზე მატერიალურად ღარიბი მაგრამ ადამიანთა მარტოობის არმცოდნე საზოგადოების არსებობის საფასური იყო თავისი კოდექსების მქონე მუდმივად მაკონტროლებელი და მრავალნაირად შემზღუდველი საზოგადოების ზეწოლა.თავისი მუდმივი და დამამშვიდებელი სიახლოვის სანაცვლოდ  სხვა ( მშობელი, მეზობელი თუ მრევლის წევრი) სავალდებულოდ ხდიდა მისი თვალსაზრისისთვის ანგარიშის გაწევას. ასე ხდებოდა რომ ყოველი ადამიანის მეობა არსებითად განისაზღვრებოდა სოციალური წესებით. ამ სოციალური წესების პატივისცემაზე იყო დამოკიდებული ინდივიდის და მისი ოჯახის, თუ, უფრო ფართოდ, საზოგადოების რეპუტაცია და ღირსება. ეს სოციალური შეზღუდვა ახდენდა ქცევათა გაერთგვაროვნებას, უნიფორმიზაციას, მაგრამ იგი უზრუნველყოფდა კავშირის მუდმივობას, უწყვეტობას , ერთი სითყვით, ამშვიდებდა ადამიანს.

მაგრამ 1968 წლის მაისთან ერთად თავისუფლების ცნებამ განიცადა ძვრა. ეს აღარაა უბრალოდ კოლექტიური და პოლიტიკური კონცეფცია. ისაა ინტიმური და ინდივიდუალური მოთხოვნა. ლოზუნგი და დევიზი ცნობილია : " დატკბით შეუზღუდავად". საზოგადოებამ ამდენად მასობრივად უარყო კონფორმიზმი და " კარგი პრინციპები". ყოველი ადამიანი ცხოვრობს თავისი საკუთარი წადილებისა და მისწრაფებების შესაბამისად და დიდ ყურადღებას აღარ აქცევს კოლექტიურ შეზღუდვას რომლისგანაც ადამიანები თანდათანობით თავისუფლდებიან. კანონმდებლობა და სოციალური სახელმწიფო ეგუება ამ ახალ მოთხოვნას : ქალის ხელფასი, გაყრა ცოლ-ქმრის თანხმობით, დახმარებები მარტოხელა მშობლებისთვის და სხვა შემწეობები დიდად ამცირებენ ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას და აუფასურებენ მას. ოჯახები იშლება და ხელახლა იქმნება მაგრამ მუდამ ცვალებად სამყაროში ოჯახი მაინც ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. ოჯახს აღარა აქვს ერთადერთი მოდელი. ის მრავალფეროვანია და ეგუება ცხოვრების ახალ წესებს. ოჯახის წევრები ნაკლებად გრძნობენ თავს მოვალედ ერთმანეთის მიმართ მაგრამ ეს კომპენსირებულია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკით რომელიც პიროვნებებს აძლევს თემური სოლიდარობებისგან და ტრადიციული მოვალეობებისგან განთავისუფლების საშუალებას. ასე ხდება რომ პირველად ჩვენს ისტორიაში ინდივიდს შეუძლია მარტო დარჩენა ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარების მოვალეობის გარეშე. 1968 წლის მაისის დღესაც ცოცხალი სულისკვეთება უფრო შორსაც მიდის და ზნეთა განთავისუფლებას ამკვიდრებას ახალ ნორმად ( ანუ ახალი ფორმის იძულება: გაინთავისუფლე ზნე, იყავი უზნეო თორე მოვიდაა !!!, მთარგმნელი).

ასეთი თავისუფლების შედეგად ადამიანი რჩება იზოლირებული,მარტო. ტანდათანობით ადამიანების ერთმანეთთან დამაახლოებელ ღირებულებებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის რაც მათ აშორებს ერთმანითისგან, განსაკუთრებით კი მეს კულტი. აღარავინ იდევნება საზოგადოებიდან მისი ქცევის, უსაქციელობისა თუ მიდრეკილებების გამო. საზოგადოებრივი აზრი დაუყოვნებლივ აღშფოთდება ხოლმე როდესაც ასეთი რამ ზოგჯერ ხდება. არანაირი ზრდილობა და ჯეროვნება აღარაა მე-სა და მისი თავისუფლების განხორციელებას შორის ( რა ზრდილობა რისი ზრდილობა, თუ კი პრეზიდენტს ან საერთაშორისო მონეტარული ფონდის თავმჯდომარეს მოუნდებათ ლამაზი კინომსახიობის თუ დამლაგებლის ხანდახან კოლექტიურადაც გაუპატიურება. საზოგადოება დასჯის ვისაც მიწვდება, უფრო სუსტს. პრეზიდენტ კენედის მოკლავს კგბ სულ სხვა მიზეზის გამო და უფრო სუსტ დომინიკ სტროს კანს სცემს მთელი მსოფლიო, მთარგმნელი). 40 წლის მანძილზე ოთხჯერ გაიზარდა გაყრათა რაოდენობა. ამან შექმნა მარტოობის ახალი ფორმები და ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს.

ქალების კეთილშობილ ბრძოლას მათი აღიარებისთვის და სქესთა თანასწორობისთვის ჰქონდა უარყოფითი შედეგები. ამ ბრძოლის შედეგად ქალებმა უეჭველად მოიპოვეს ახალი უფლებები და ბოლო მოეღო მიუღებელ და დაუშვებელ დისკრიმინაციებს, მაგრამ ამავე დროს ქალებმა დაკარგეს დაცვის გარკვეული ფორმები. ტრადიციული საზოგადოება ქალს როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს აძლევდა გარკვეულ პრივილეგიებს. მათმა ემანსიპაციამ გააჩინა თავისუფლების და თანასწორობის განხორციელებასთან დაკავშირებული უხერხულობები და სირთულეები. ამიერიდან ქალის ხვედრი ისე როგორც არასდროს არის მარტოობა.

ადამიანთა შორის არსებული ეკრანების საზოგადოების განვითარებამ გაამძაფრა ინდივიდის მარტოობა.  30 წლის წინაც სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქები საღამოობით ცოცხლდებოდა. კარგი ამინდის დადგომისას ყველა გადიოდა სახლიდან მეზობლებთან სასაუბროდ,სახუმაროდ დღის ამბების განსახილველად.  დღეს ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს ტელევიზია. ქუჩებს ანათებს საღამოს 8 საათის ახალი ამბების დროს ჩართული ტელევიზორის ეკრანი. ქუჩები უიმედოდ ცარიელია. ფრანგები ერთად მაგრამ ერთმანეთისგან დაშორებით, ცალ-ცალკე, ესწრებიან უკანასკნელ დიდ გამაერთიანებელ მესას. ტელევიზორმა გაწყვიტა კავშირი მეზობლებს შორის, დააშორა ერთმანეთს მეზობლები მაგრამ გააერთიანა ტელემაყურებლებად ქცეული ხალხი. ადამიანები აღარ ხვდებიან ერთმანეთს ქუჩაში მაგრამ ისევ ელაპარაკებიან ერთმანეთს მეორე დღეს წინა დღეს ტელევიზიით ნანახი ამბების შესახებ.

ინტერნეტის შექმნა და გავრცელება კიდევ უფრო აძლიერებს ინდივიდის მარტოობას. ინტერნეტი ასე არის უზარმაზარი გაუგებრობის გულში. გლობალიზებული ურთიერთობის საუცხოო ინსტრუმენტად წარმოდგენილი ინტერნეტი  სინამდვილეში ადასტურებს   მეს ყოვლისშემძლეობას. თავისი კომპიუტერის ეკრანის წინ მარტო მჯდომ ადამიანს სჯერა რომ მას შეუძლია ყყველასთან ურთიერთობა და ყველაფრის ცოდნა. მეტიც, მას სჯერა რომ შეუძლია მსოფლიო აზრში თავისი წვლილის შეტანა. არადა სინამდვილეში ის იკარგება თავის ნარცისულ ეკრანში რომელმაც შეცვალა ჯადოსნური ზღაპრების მაგიური სარკე. სამყარო ამიერიდან არის უზომო ქსოვილი აბლაბუდა და ინტერნეტით ყოველი მოსარგებლე არის მისი ცენტრი. ინტერნეტის ყოველი მოსარგებლე ვირტუალურად, წარმოსახვით, დაკავშირებულია ყველასთან მაგრამ სინამდვილეში ის მარტოა როგორც არასდროს, რეალურად მარტო. მობილური ტელეფონი, ელექტრონული წერილი, ხატების და ეკრანების მობილურობა არ ქმნიან კავშირებს. ისინი ასატანს ხდიან მარტოობას და საბოლოო ანგარიშით ყოველ ჩვენთაგანს კეტავენ ზეინფორმირებულ მარტოობაში.
დღეს მატარებელში აღარავინ ელაპარაკება ერთმანეთს. გვერდით მჯდომთან დალაპარაკებამ შეიძლება გადაგაქციოთ პოტენციურ აგრესორად. მსოფლიო სოფელში ჩვენი ჩართვის მაგივრად ახალი ტექნოლოგიები ჩვენ გვაქცევენ იზოლაციაში.

ერთ " მშვენიერ" დღეს ადამიანებმა შეიძლება დალეწონ ეკრანები ისე როგორც ბიზანტიაში ლეწავდნენ ხატებს. IX საუკუნის აღმოსავლეთის იმპერიაში ხატებს ლეწავდნენ და ამსხვრევდნენ იმიტომ რომ ისინი ქმნიდნენ ეკრანს ადამიანებსა და ღვთაებრივს შორის. XXI საუკუნის დასავლეთში ერთ "მშვენიერ" დღეს ადამიანებმა შეიძლება დაამსხვრიონ ეკრანები იმიტომ რომ ისინი დგანან ადამიანებს შორის.

ეხლა ფრანგები ყველანაირად ცდილობენ კავშირის აღდგენას. მაგიურ სიტყვად ქცეულ ცნება სიახლოვეს იყენებენ როგორც პოლიტიკური მიმართვებისას ისე მარკეტინგში.  ის დიდი ემოციები რომლებიც რეგულარულად იპყრობს ხოლმე საფრანგეთის მოსახლეობას ასევე აიხსნება მისწრაფებით იმ ადამიანური ურთიერთობის აღდგენისაკენ რომელიც არ მყარდება მხოლოდ ტექნოლოგიის მეშვეობით. კარნავალური რიტუალების შენარჩუნებით ესპანეთმა შეინარჩუნა ურთიერთობის თითქმის ინსტიტუციონალური სივრცეები. წელიწადში 15 დღის მანძილზე "ფერია" ესპანელებს აძლევს მათი ქალაქების დაპყრობის, ცეკვის, ერთმანეთს გადახვევის და გადაკოცნის და ღვინის დახმარებით საკუთარი ცხოვრების მოყოლის საშუალებას. საფრანგეთში კოლექტიური ზიარების ეს რიტუალები უკვე დიდი ხანია რაც მოსპეს ან მეტისმეტად ფოლკლორული გახადეს. ფრანგები ეძებენ ამ ამ სიცარიელის შევსება-კომპენსაციის საბაბებს. როდესაც 1998 წელს საფრანგეთმა მოიპოვა მსოფლიო თასი პარიზი გახდა ბრბოს ისეთი დაძმობილების მოწმე როგორიც მას არ უნახია ნაცისტებისგან განთავისუფლების შემდეგ. მიღწევას სულაც არ ჰქონია იგივე მნიშვნელობა მაგრამ პარიზელებს ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრის, საუბრის, უბრალოდ აზრთა და გრძნობათა გაზიარების მოთხოვნილება. 

ამ ემოციურ აფეთქებებს აძლიერებს ის რომ ყოველდღიური სოციალური კავშირები წყდება და თანამედროვე მსოფლიოს იპყრობს მარტოობის შიში.

ფრანგი ავტორი კრისტოფ ლამბი, "შიშის საზოგადოება, შეუძლია თუ არა საფრანგეთს აქედან გამოსვლა?"პარიზი, 2005), // გაგრძელება იქნება//

No comments:

Post a Comment