გვერდები

3.25.2011

დათუნას ქართული ეკლესია დარესტანში, "გურჯიხლი" ანუ "ქართველობა" დაღესტანში, უცნობი თამარი, შამილი, ალექსანდრე ბატონიშვილი...


"გურჯიხლი" ანუ ქართველობა დაღესტანში, დათუნას აკლესიის ისტორიიდან დაღესტნელი მკვლევარი პატიმატ ტახნაევას მიხედვით.
               
დათუნას ეკლესიის საკვირველი ბედი
ეკლესია რომელიც გაცოცხლდა იმამი შამილის დროს.

 სტატისტიკის თანახმად რუსეთის ყოველი მეორე მიზგითი დაღესტანშია მაგრამ დაღესტანი მისი ისტორიის შუა საუკუნეების პერიოდში ქრისტიანული იყო. ქრისტიანული იყო  კავკასიის ალბანეთიც (რომელიც ავტორის აზრით სამხრეთი დაღესტნის მიწის ნაწილი იყო,მთარგმნელი).

ქრისტიანული იყო შუა საუკუნეების ავარული სამეფო სარირი რომლის ცენტრიც ხუნზახში იყო.

თავისი აყვავების ხანაში სარირის სამეფო შედიოდა «ბიზანტიის ერთა ანამეგობრობაში» (დმიტრი ობოლენსკის ტერმინი). აღმოსავლურ ქრისტიანულ ქვეყანათა კავშირში რომელსაც მფარველობდა ბიზანტია.


კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდა სარირს საქართველოსთან  პირველი ავარული წარწერები ქართულადაა გაკეთებული.  შემდეგ ავარლები გაამაჰმადიანეს.

ავარლების მიდრეკილება მონოთეისტური ღირებულებებისკენ აიხსნება ავარეთის მიწაზე ათასზე მეტი წლის მანძილზე მსოფლიო მონოთეისტური რელიგიების გავრცელებით.

პატიმატ ტახნაევამ ეხლახანს იმოგზაურა ავარულ ქრისტიანულ სიძველეთა კვალზე.
გთავაზობთ ორ ფრაგმენტს მისი წიგნიდან რომელიც ეხლა მზადდება გამოსაცემად.


შუა საუკუნეების ქართული წყაროებით შუა საუკუნეების დაღესტნის ტერიტორიაზე იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიები, ხუნზახის და ანწუხის ეპარქიები. ალბათ სწორედ ამ პერიოდში შენდება ეკლესიები.

ერთადერთი მთლიანად შენახული ეკლესიაა X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისით დათარიღებული დათუნას  ეკლესია.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია კიდევ რვა VII-XIV საუკუნეების ეკლესია. უეჭველია რომ X-XIV საუკუნეების დაღესტანში ეკლესიათა რაოდენობა მეტი იყო ვიდრე ეს დღესაა ცნობილი.
ნახე

არაა შემთხვევითი რომ XV საუკუნის ქართულ მატიანეში ავტორი მწუხარებით აღწერს თემურ ლენგის შემდგომი ხანის შიდა დაღესტანის სავალალო მდგომარეობას:

«...ლეკეთში გვხვდება სხვა ტაძრებიც და მონასტრებიც, ზოგი მათგანი ნაგებია თლილი ქვებით. ზოგი მათგანი ნანგრევებადაა ქცეული,ზოგი დაცარიელდა და ზოგი კი მიზგითებადაა ქცეული».

საერთო ჯამში ავარეთში სხვადასხვა წყაროს,ქართულ მატიანეთა, XIX საუკუნის ავტორთა, არქეოლოგიური მასალებით დადასტურებულ ადგილობრივ თქმულებათა თანახმად ცნობილია 18 ეკლესიის არსებობის შესახებ.
    
მივდიოდი დათუნას ეკლესიისკენ.
 ხატან-ბუგებ-კალის ხეობის სიღრმეში მდებარე დათუნას ეკლესია ჩნდება უეცრად და შორიდან ჰგავს მოოქროსფრო-ყვითელი ქვიშაქვით ნაგებ პატარა სახლს.

მას დაუნდობლად ანგრევს დრო და კიდევ უფრო მეტად გულმავიწყობა და სიველურე. სკოლის მოწაფეებმა ეკლესიის კედლები დაფარეს წარწერებით და შეაბათქაშეს თეთრი ბათქაშით.

ამ არაჩვეულებრივი მსუბუქი და დახვეწილი ნაგებობის ბედი უცნაურია.

ჯერ კიდევ X საუკუნეში, დაღესტნის მთებში ქრისტიანობის გავრცელების ხანაში აგებული და მაჰმადიანობის დამკვიდრებასთან ერთად დავიწყებული ეს ეკლესია ისევ გაცოცხლდა იმამი შამილის დროს,კავკასიის ომის პერიოდში (XIX საუკუნის პირველი ნახევარი).

აბდურახმან ყაზიყუმუხელმა, ცნობილი შეიხის და შამილის მოძღვრის შვილმა, დატოვა მოგონებები «ხულასატ ატ ტაფილ» (1868) რომლებშიც ცოცხლდება ეს საოცარი ისტორია: «ჩეჩნეთში, დარგო-ვედენოში იყო გაქცეული რუსი ჯარისკაცებისა და სტაროვერების მთელი სოფელი. მათ შამილს სთხოვეს მის მიწებზე დასახლების უფლება და ის დათანხმდა.


მათ თავისი სახლები ააშენეს დარგოსთან ახლოს სიმაღლეზე, ტყეში, სადაც ბევრი სიმწვანე და ცივი, სასიამოვნო წყალია. მათ ააგეს სალოცავის მსგავსი შენობა,კუთხეებში დაკიდეს თავისი ხატები. სახლებთან მათ დარგეს და დათესეს ცოტა კომბოსტო, ხახვი, სიმინდი და ასე ცხოვრობდნენ წყნარად...მათ დამრთეს მათ სალოცავში შესვლის უფლება, ჩემი ამხანაგები კი არ შეუშვეს. შევედი და ვნახე ბევრი ხატი, სასანთლეები, ბერებს ეცვათ გრძელი ბალახონები. ღამოდენიმე თვეში ისინი გადავიდნენ გოგოთის მდინარესთან (ე.ი. დათუნას ეკლესიასთან, ავტორი).

ეს ნამდვილი ისტორიაა.
თერგის კაზაკებიდან გამოსული სტაროვერები,რომელთაც სდევნიდა მთავრობა, 1849 წელს გადავიდნენ თერგზე, ავიდნენ მთებში  და იმამ შამილს სთხოვეს განმარტოებით დამკვიდრების უფლება. მათ უბრალოდ სურდათ მშვიდობიანად და თავისი სარწმუნოების შესაბამისად ცხოვრება.

იმამი შამილის ისტორიოგრაფი ჰაჯი-ალი ჭოხელი თავის ჩანაწერებში ლაპარაკობს ჯარისკაცებზე რომლკებიც ცოლ-შვილით და ორ მღვდელთან ერთად მივიდნენ დარგო-ვედენოში. მათ სთხოვეს შამილს მიწა დასასახლებლად. შამილმა მიუთითა მათ მიწა და ადგილი სადაც მათ ააგეს ეკლესია. მოგვიანებით, როდესაც მათი ნაწილი გადასახლდება დათუნას ეკლესიასთან იმამი შამილი თავის ადგილობრივ ნაიბს უბრძანებს «მათ დასახლებას,

ნათესებისთვის ადგილის მიცემას და მათ დაცვას». ცნობილია რომ ეს თემი არსებობდა 1852 წლამდე.

მთიან დაღესტანში ადგილობრივი გადმოცემებით სოფლებს ბაცადას, უანტის, შაულანის და კულაბის მიმდებარე ტერიტორიებით რომლებიც ეკუთვნოდნენ საზოგადოება კარახს ძველად ერქვათ სიტყვა-სიტყვით «ქართველობა» (რუსულად «გრუზინსტვო»). მათი მოსახლეობა ქრისტიანი იყო.

ამ სოფლების სასაფლაოებზე არის ქრისტიანთა საფლავები და ჯვრის მრავალი გამოსახულება.

მაგრამ ამ საზოგადოების ქრისტიანული კულტურის ყველაზე გამორჩეული და სრულებით უკვლევი ძეგლია ზიარატი, «თამარის საფლავი», რომელიც მდებარეობს ამ სოფლებიდან 10-15 კილომეტრის მოშორებით მთის თხემზე (ზიარატები არის წმინდად მიჩნეული საფლავები,მათ თაყვანს სცემენ მაჰმადიანები). ამ საფლავებთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები ნაწილობრივ დღემდე შემორჩა.მლოცველები მათთან მიდიან ხოლმე მაჰმადიანური დღესასწაულების დღეებში. მათთან დაკავშირებულია წვიმის მოხმობის,ადამიანთა და პირუტყვის გამოჯანმრთელების თხოვნასთან დაკავშირებული მაგიური წეს-ჩვეულებები.
ამ ადგილების გვერდით ასობენ მაღალ ჭოკებს თეთრი და მწვანე ნაჭრის ბაფთებით.

ზიარათს აქვს მაჰმადიანური ხასიათი და მას თაყვანს სცემენ მაჰმადიანები (ალბათ სუფიები,ვინაიდან შარიათის მკაცრად მიმდევრები ებრძვიან ამ რიტუალს, მთარგმნელი), მაგრამ მარტო მისი სახელიც გვაფიქრებს.
    
ზოგადი დათვალიერებითაც ცხადია რომ ზიარატი გადააკეთეს ან აღადგინეს.
    
მაგრამ კედლის წყობის ქვედა იარუსში დარჩა ქვა IV საუკუნის ქართველი მისიონერი წმინდა ნინოს ჯვრის გამოსახულებით.

ესაა თანაბარმკლავიანი ქრისტიანული ჯვარი რომელიც დიაგონალზე «გადახაზულია» მეორე ჯვრით. გადმოცემით წმინდა ნინომ ჯვარი გააკეთა ვაზის ორი შტოსგან და ისინი ერთმანეთზე გადააბა თავისი თმებით.

ჩვენს მიერ აღმოჩენილ ქვაზე არის მისი სიმბოლური გამოსახულება. ის არის საფლავზე ვიღაც თამარისა რომელსაც დიდ პატივს მიაგებენ მეზობელი სოფლები.

ამ სოფლებს, ყველას ერთად, უწოდებენ « გურჯიხლის», ქართველობას. ეს გვაფიქრებინებს რომ აქ დაკრზალული უნდა იყოს ქრისტიანი მისიონერი რომლის სახეც მოგვიანებით გადაიქცა მაჰმადიანურ სახედ...»
      
(პატიმატ ტახნაევა, რუსული გაზეთი «ნეზავისიმაია გაზეტა», 10.10.2001.).
----------------------------------------------------

დაგვრჩა იმის თქმა რომ დიდი კავკასიელი იმამი შამილი მრავალი დაღესტნური გადმოცემის თანახმად  იყო ერეკლე მეორის ძის, ბატონიშვილი ალეასანდრეს ვაჟი, ბაგრატიონთა შთამომავალი...
დიდი მადლობა იმ დაღესტნელებს რომლებიც ამ არეულ დროშიც პატივს სცემენ კავკასიის რთულ და ლამაზ ისტორიას....

          



No comments:

Post a Comment