გვერდები

4.04.2011

ჩეჩენი სუფია, წმინდა ახმეტ კუნტა ხაჯი კიშიევის (1830-1867) შეგონებებიდან

წმინდა ახმეტ კუნტა ხაჯი
კიშიევი

«მოუწოდეთ უზენაესი ალაჰის სიყვარულისკენ. გიყვარდეთ

სამართალი და სამართლიანობა. უსურვეთ ძმას ის რაც გსურთ თქვენთვის.

 არ ეცადოთ რომ იყოთ სხვებზე უფრო მდიდარიმაღალიძლიერი.

 გაუზიარეთ და გაუყავით სხვებს ის რითაც დაგასაჩუქრებთ უფალი.

ეცადეთ რომ არავის შეშურდეს თქვენი სიმდიდრისა.
 დაე შეშურდეთ თქვენი ცოდნისასამართლიანობისა და გულუხვობისა.

 მიმართეთ ლოცვით ალაჰს და არ ეკადრება ადამიანს სხვისი შრომით,სხვისი ოფლით
მოპოვებულის მითვისება. ასეთი რამეები გადაულახავი დაბრკოლებაა ტარიკატის გზაზე.

 ჩვენი იარაღია კრიალოსანი და არა თოფი თუ ხანჯალიამ იარაღის წინააღმდეგ ტირანები უძლურები არიან 

არც ერთი ტირანი არაა უზენაეს შემოქმედზე უფრო ძლიერი...

 გაიმარჯვე სიკეთით და სიყვარულით. ხარბი დაამარცხე გულუხვობით.

 ორპირი და ორგული დაამარცხე გულწრფელობით.

 ურწმუნო დაამარცხე რწმენით.

 იყავი გულმოწყალემოკრძალებულიიყავი მზად თავგანწირვისთვის.

თქვენ პასუხს აგებთ მრავალ ადამიანზე.

ომი ველურობაა. მოშორდით ყველაფერს რაც ჰგავს ომს თუ კი მტერი არ მოსულა 
თქვენთვის რწმენისსარწმუნოების და ღირსების წასართმევად...»

No comments:

Post a Comment