გვერდები

5.19.2011

"შიშის საზოგადოება-1,

შარლ ბოდლერი
თანამედროვე დევიზი :იცხოვრე როგორც მოგეხუშტურება და დატკბი შეუზღუდავად ! აი თანამედროვე ადამიანის მარტოობის მიზეზი...

დასავლეთში გამეფებული მარტოობის თუ შეუწყნარებლობის შიში, იზოლირების რისკი:
საზოგადოების მთავარი ფუნქციაა ინდივიდების ერთმანეთთან დაკავშირება და შემდეგ ამ კავშირის ორგანიზება წესით. დიდი ხნის მანძილზე მატერიალურად ღარიბი მაგრამ ადამიანთა მარტოობის არმცოდნე საზოგადოების არსებობის საფასური იყო თავისი კოდექსების მქონე მუდმივად მაკონტროლებელი და მრავალნაირად შემზღუდველი საზოგადოების ზეწოლა.

5.18.2011

ინგილოები საქართველოს ელჩის გაწვევას ითხოვენ




საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრი ინციდენტს კატეგორიულად უარყოფს

ზაზა წულაძე, თბილისი
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გაწვევას ითხოვენ. ინციდენტი
ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე
აზერბაიჯანის ქართველობასა და საქართველოს ელჩს შორის ადგილი ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ელჩი შარაშენიძე მოადგილესთან ერთად, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადს ადგილობრივების თხოვნით ეწვია.
 წინასწარი შეთანხმებით, ზაქათალის გამგებელთან ერთად, უნდა განხილულიყო ის პრობლემები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს აქვთ - მათ შორის, ქართული სკოლის, ბავშვთა ბაღისა და ახალშობილთათვის ქართული სახელების დარქმევის საკითხები. კახეთის საინფორმაციო ცენტრს  ალიაბადელებმა განუცხადეს, რომ ელჩმა ქართველებს შეურაცყოფა მიაყენა სკანდალური ფრაზით -„ჯერ გაარკვიეთ ქართველები თუ ხართ საერთოდ და შემდეგ დააყენეთ ეს პრობლები“. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ელჩი შარაშენიძე ნასვამი იყო:

5.17.2011

ძველი ბაქოს პირველი ქალბატონები

ფუად ახუნდოვი
ელიზავეტა გრიგორის ასული

ბაქოს ბურჯუაზიის ერთ-ერთი ძლევამოსილი წარმოამადგენლის, აღა მუსა ნაგიევის მეუღლე ელიზავეტა გრიგორის ასული (წარმოშობით ქართველი) აღიქმებოდა ძველი ბაქოს ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს და თვალწარმტაც ქალბატონად. სამოსის ბრწყინვალებით,
ელიზავეტა გრიგორის ასული ნაგიევა -
აღა მუსა ნაგიევის მეუღლე 
more info

დახვეწილობით, მომხიბვლელი გარეგნობით მას არა ერთხელ განუცვიფრებია ქალაქის ელიტარული და არისტოკრატიული წრეები. ნაგიევის მმართველ ფატულლა-ბეგ რუსტამბეკოვის ოჯახურ არქივში, შევძელი მეპოვა ფოტოსურათი, სადაც ელიზავეტა გრიგორის ასული რუსტამბეკოვებვის და ვეზიროვების ოჯახებთან ერთადაა ავტომობილში. ამ ორიგინალურ სურათს, რომელიც გადაღებულია 1915 წელს მ. ნაგიევის კისლოვოდსკთან მდებარე აგარაკზე, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს იმ დროის კოლორიტი და რაც მთავარია რევოლუციამდელ ბაქოს აღირებული ერთ-ერთი ,,დედოფლის” მოხიბვლელობა და შარმი.

1919 წელს, აღა მუსა ნაგიევის გარდაცვალების შემდეგ, ელიზავეტა გრიგორის ასული გახდა მისი კოლოსალური სიმდიდრის დიდი ნაწილის მფლობელი, თუმცა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მან სიღარიბეში გაატარა. ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, თბილისელმა ნათესავებმა ჩაიგდეს ხელში, ხოლო დანარჩენი კი საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა. 1920-იანი წლების შემდეგ ბაქოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მეუღლე ორლოვის ქუჩაზე (დღევანდელი მუხტადირი), ერთ ვიწრო, გაპარტახებულ ბინაში ცხოვრობდა. ა. მ. ნაგიევს ელიზავეტა გრიგორის ასულისაგან შვილები  არ ჰყავდა და ამის გამო მის შესახებ ცნობების შეგროვება ძალზე ჭირს, რაც გასაგებია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეს თემა ფაქტიურად აკრძალული იყო, ძალზე ცოტა არის გამოკვლეული და თანაც ჩვენი ისტორიის არც თუ ისე შორეული წარსულის ცოცხალი მოწმეები სულ უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან.